” რატომ არ იწყალებს პრეზიდენტი, მე რა ვიცი?!’ – მეუფე ნიკოლოზი დეკანოზის შეწყალებაზე

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, პრეზიდენტი არაა ვალდებული ანგარიში ჩააბაროს ვინმეს, რატომ იწყალებს, ან არ იწყალებს ადამიანს. ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა მამალაძის შეწყალების საკითხზე ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„ვიცით, რომ, საერთოდ, შეზღუდული აქვს პრეზიდენტს უფლებები. ერთ -ერთი, რაც დარჩა მას, ესაა შეწყალების უფლება. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეიძლებოდა და რატომ არ იწყალებს, მე რა ვიცი?! პრეზიდენტის უფლება ნიშნავს, რომ იგი არაა ვალდებული ანგარიში ჩააბაროს ვინმეს, რატომ იწყალებს, ან არ იწყალებს ადამიანს”,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.