ნაციონალური მოძრაობის წევრი კოტე იოსელიანი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. მისი აზრით გახარიას საერთოდ არავინ არ ეკითხება და ყველაფერს ბიძინა წყვეტს, სწორედ გახარიია ჰყავს ბიძინას მეხამრიდად.
“რატომ არ მიდის გახარია?
არავინ არ ეკითხება და იმიტომ.
ჩემი აზრით რეალობა ასეთია:
ბიძინას გახარია ყავს მეხამრიდად. არ დაგვავიწყდეს, რომ დარბევის დღიდან ერთი ადამიანი ებრძვის სიკვდილს და ბიძინა ელოდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკას.
თუ დღეს დაითხოვს გახარიას მაშინ პროტესტი დაიშლება. თუმცა ის ადამიანი კვლავ დარჩება სიცოცხლის დაკარგვის რისკის ქვეშ. თუ გამოჯანმრთელდება მაშინ ყველანი ვიქნებით ბედნიერი!
თუ გახარიას გადადგომის შემდეგ იმ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასრულდება ფატალური შედეგით (ღმერთმა დაიფაროს!!!!) მაშინ პროტესტი კვლავ იფეთქებს და დარტყმის მთავარი ადრესატი იქნება თავად ბიძინა. ის ამ დარტყმას ვეღარ გაუძლებს.
სწორედ ამ მიზეზის გამო დააჭედა გახარია სკამზე. თუ არასასურველი მიმართულებით განვითარდა მოვლენები, მხოლოდ მერე გადააყენებს გახარიას და ბოლომდე მას შეაწმინდავს ხელებს, ისე რომ თვითონ გამოვიდეს წყლიდან შედარებით მშრალად. შესაძლოა მთლიანად მთავრობაც მიაყოლოს, პასუხისმგებლობის და ანგარიშვალდებულების მქონე პოლიტიკური აქტორის იმიტაციის შესაქმნელად.
თავად გახარიაც მძევლად ყავს აყვანილი. რომელიც გაუაზრებლად ან სრული მონური მორჩილებით ყაბულს არის ბიძინას სათამაშოდ ყოფნაზე.
აი ესეთი თაღლითია და აი ესე თამაშობს ეს სვავი ადამიანების სიცოცხლით!”- წერს იოსელიანი საკთარ ფეისბუქ გვერდზე.