რატომ არ მისცა ირაკლი კობახიძემ ხმა ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას

პარლამენტის თავმჯდომარემ პირველი კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ მისცა ხმა პარასკევს, პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტს ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების შესახებ. პროექტმა კენჭისყრაზე მხოლოდ 45 ხმა მიიღო და შესაბამისად, ჩავარდა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მას რეზულციის ტექსტი არ მოეწონა.
“ნაციონალური მოძრაობის რეჟიმი, სააკაშვილის რეჟიმი იყო დანაშაულებრივი რეჟიმი თუმცა ამას ჭირდება გამართული შეფასება და გამართული გაფორმება. ყველა ვართ იმ აზრზე, რომ ის რეჟიმი, რომელიც იყო ჩამოყალიბებული 2004 დან 2012 წლამდე იყო დანაშაულებრივი. რაც შეეხება რეზოლუციის შინაარსს, შინაარსი იყო გაუმართავი დაწყებული სათაურით, გაგრძელებული ტექსტით. შესაბამისად ბუნებრივია ჩვენ მხარს ვერ დავუჭერდით.“ – განაცხადა კობახიძემ