რატომ არ შეუშვეს თამარ ივერი სვეტიცხოველში (ვიდეო)

ქართველი საოპერო მომღერალი თამარ ივერი სვეტიცხოველში მოსალოცად არ შეუშვეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში ლაივ-ვიდეო მიმართვაში განაცხადა, რომელიც მცხეთიდან ჩაწერა.  მისი თქმით, მას სპეციალური საშვი არ ჰქონდა და ამ მიზეზით ტერიტორიაზე პოლიციელებმა არ დაუშვეს.

„თქვენი მონა-მორჩილი თამარ ივერი გაწუხებთ. მინდა ერთ უმსგავსობაზე,გავამახვილო თქვენი ყურადღება,  მცხეთის შემოსასვლელში შემოვედი ბავშვებთან ერთად, აი ეს ადამიანები ამან მითხრა რომ ნიკა მანჯავიძე ვარო, არავის არ უშვებენ მცხეთაში, ყველას ეკითხებიან თუ გაქვთ საშვიო, არ უშვებენ ეს ადამიანები ითხოვენ რაღაც საშვებს, თავიდან მითხრეს, მერიაში უნდა მოეცათ ეს საშვიო. გადავამოწმე და მერია საერთოდ  საქმის კურსში არ არის. მერე მე ვუთხარი, რომ მომღერალი ქალი ვარ-მეთქი იქნებ არ მაქვს შეხება მერიასთანთქო, მაშინ საშვი კულტურის სამინისტროს უნდა მოეცაო, სპორტსმენებისთვის სპორტის სამინისტროს და ა.შ. ყოველ წელიწადს ესეაო მცხეთაში შესვლისთვისო საშვი არის საჭიროო.

სვეტიცხოვლობაა დღეს არ ვიცი, ეს რამდენად ნორმალურია. ფაქტია, რომ ეს ოპერის მომღერალი ქალი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრად გადავიქეცი. ხალხს, ვინც მოსალოცად მიდის 10 კილომეტრის მოშორებით სადღაც უშვებენ. ვერავინ ხვდება, ეს საშვები საიდან უნდა აეღოთ.

კომენტარი თქვენთვის მომინდვია, რამდენად კანონიერია ეს ყველაფერი. მე სავარაუდოდ, უკან დავბრუნდები. ეს არის მარაზმი და ამ ფარსში მონაწილეობას არ მივიღებ. არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ისარგებლებს სტატუსით და ვერ ჩამოვრეკავ სამინისტროებში თამარ ივერი ვარ და შემიშვით-მეთქი. ასეთი სვეტიცხოვლობა გაგვითენეს“ – ამბობს თამარ ივერი.