რატომ არ ულოცავს საქართველოს მთავრობა უკრაინას ავტოკეფალიის მოპოვებას – მინისტრის პასუხი

{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მსოფლიო პატრიარქის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისადმი დამოკიდებულება პირველ რიგში, უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ და სახელმწიფო არ ერევა ეკლესიის საქმიანობაში.

“ჩვენ გვახარებს და მივესალმებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ამყარებს უკრაინის სახელმწიფოებრიობას, დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ამას არა მარტო დეკლარაციულად, არამედ საქმითაც ვადასტურებთ”, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით ზალკალიანმა.

რატომ იკავებს თავს მთავრობა მილოცვაზე, ამ შეკითხვაზე საპსაუხოდ ზალკალიანმა ასეთი კომენტარი გააკეთა: “ეს არის თავშეკავება? არ ვფიქრობ, რომ ეს თავშეკავებაა. ძალიან მკაფიოდ ვაფიქსირებ.”

მინისტრმა კონკრეტული პასუხი არ გასცა შეკითხვას, მიულოცა თუ არა უკრაინას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. “ჩვენ ამ პროცესებს ვაკვირდებით. ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარი საკითხი ეკლესიის ფარგლებში უნდა გადაწყდეს”,განაცხადა განაცხადა დავით ზალკალიანმა.