საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებას ეხმაურება. მარგველაშვილის თქმით, პოლიტიკურ ლიდერს ასე არ უნდა აკავებდნენ.
“პოლიტიკური ლიდერის დაკავება, მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, მაღალ სტანდარტს უნდა ექვემდებარებოდეს. დაკავების ფორმას შეხედეთ. ერთი თვის წინ, რაღაც მოხდა, რომელზეც შეიძლება ედავებოდეს სახელმწიფო, მაგრამ, რატომ არის აყვანილი ქუჩაში ყოფილი მინისტრი? გეგონება, რამის ასაფეთქებლად მიდიოდა. ეს რა ფომრაა? ამ ადამიანის დაკავება, მაღალი სტანდარტით უნდა ხორციელდებოდეს,” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.