რატომ გადათქვა მსოფლიო ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა პოლიციის მხრიდან მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი

ახალგაზრდებს შორის ძიუდოს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი ლაშა ბექაური ფეისბუქ სტატუსზე წერდა, რომ ის “სამართალდამცავებმა” უკანონოდ დააკავეს და განყოფილებაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოგვიანებით მან პოზიცია შეცვალა, ფეისბუქ სტატუსი წაშალა და ამბობს, რომ არაფერი არ მომხდარა. 

“გაუგებრობაა იყო. ნუღარ მკითხავთ ნურაფერს.

ჟურნალისტი– ტყუილი გეწერათ ფეისბუქზე?

– არაფერი არ მიწერია ფეისბუქზე, წაშლილია ყველაფერი.

კარგად ვარ , არ მომხდარა არაფერი.“– ასე უპასუხა ძიუდოისტმა ტვ პირველის ჟურნალისტს. 

იმის მიუხედავად, რას ამბობს ლაშა ბექაური ახლა, გთავაზობთ მის სტატუსს უცვლელად, რომელიც სოციალურ ქსელში არაერთმა ადამიანმა გააზიარა და დააკოპირა, შესაბამისად, რჩება კითხვა – შეესაბამება თუ არა მის მიერ აღწერილი რეალობას და რატომ გადაწყვიტა მოგვიანებით ამ ფაქტის დამალვა ლაშა ბექაურმა:

“გუშინ საღამოს მე და ჩემი ძმაკაცი საღამოს ვარჯიშის შემდეგ ვსეირნობდით მარჯანიშვილზე.სამი პოლიციელი იდგა ერთერთმა გაგვაჩერა თქვენი საბუთები წარმოგვიდგინეთო ძაან ნაგლად და ნაგლი მზერით, ჩემმა ძმაკაცმა ამოიღო პირადობა მევუთხარი არმაქ ძმაოთქო და ისევ ნაგლად მომმართა ძმაოთი რატო მომმართავო მეთქი აბა როგორ მოგმართო ჯიგრულად ძმაოთი მოგმართავ ხო მეთქი, შენო ესეთი ლაპარაკი ვინ გასწავლაო შე უზრდელოო, მეთქი უზრდელი შენხართქო და ამდროს მომკიდეს ხელი ამ ორმა დაჭყეტილმა ნაგლმა ტიპმა ხელი და მითხრეს გამოგვყევიო,მე ვუთხარი მეთქი ნუ მეძალავებით მოგყვებითთქო და აგრძელებდნენ ჭიდაობას ისევ, ჩამტენეს მანქანაში ასერომვთქვათ, და დაიწყეს, შენ არიცი როგორ უნდა გველაპარაკოო შენ კუნთები გერჩისო როგორც გეტყობა და ეგრევე გინება დამიწყეს მეც რათქმაუნდა წინააღმდეგობას ვუწევდი არმეგონა ესე თუ მოიქცეოდნენ მეთქი წყნარად ჩამსვამენ მანქანაში მივალთ და ალბათ როგორც კანონს შეეფერება ამათი კანონებისდედაც…

ისე მოიქცევიანთქო და რასვხედავ დამიწყეს გინება და ეგრევე დარტყმები დაიწყეს მეც რათქმაუნდა წინააღმდეგობა გავუწიე და მეც ვაგინებდი (ამათ თავს არდავუხრიდი სულ რო მოვმკვდარიყავი) ორი მიჭერდა თან მირტყამდნენ ეს ორი ქათამი მერე რო ვეღარ მერეოდნენ დდ მესამე ჩაისვეს და გააგრძელეს.ტიპები იმენა ეშმაკები, ეს წინ მძღოლი პანიკებში ვარდებოდა შენ არიცი ჩვენ ვინვართოო მეთქი დამარეკინეთ და აგრძელებდა გინებას იქვე სადღაც მგონი ვაგზალზე განყოფილებაში მიმიყვანეს უცებ ერთი შევარდა განყოფილებაში ვიფიქრე ვინმე შეგნებული გამოვათქონდა დაველაპარაკები ნორმალურად ადამიანურად და კაცურად და რასვხედავ გამოვარდა ხუთი კაცი და ყველამ რტყმა დამიწყო ერთად მეც რათქმაუნდა უკანარვიხევდი ვაგინებდი და ვაკეთებდი რაცშევძელი იმწუთას, მანქანაშივე ვცდილობდი ამეხსნა რო სპორცმენი ვიყავი და და ჩვენი სამშობლო ბევრჯერ მისახელებია და ვესაუბრებოდი ქართველობაზე კაცურზე, სულგვკიდია შენი ძიუდოო და ყველაფერიო შენ გასწავლით როგორ უნდა ზრდილობაო,მერე შემათრიეს სადღაც ოთახში მანდ უკვე ათზე მეტი იყვნენ და ყველა ერთდროულად მაგინებდა და მირტყამდა მე განვაგრხობდი გინებას საუბარს იმაზე თუ ქართველები ვართ და როგორ კადრულობთ თქო ესეთ რამეს რომ ცხრამეტი წლის სპორცმენ წესიერ ბიჭს ასე ურტყამთ თქო ისეთ შეურაწყოფებს მაყენებდნენ გამეორებაც არმინდა ამათი…მეც რათქმაუნდა არ ვტყდებოდი და რაც შემეძლო…

უნდოდათ გავმტყდარიყავი ერთი სატანისსახიანი შემოვარდა მერე ვინაა ესო რაპანიკებშიაო მაგინებდა ისიც ტატამზე ხოარ გონია თავიო და იარაღი ამოიღო კუნთებით თუ ვერაო აი იარაღი აქმაქო და ბლატაობდა მეთქი ეგ იარაღი ერთ ადგილას გაუშვითქო..ეს რომ ვუთხარი მერე ძირს დამაგდეს მუცელზე და მირტყამდნენ ისევდაისევ მე იმაზევნერვიულობდი რომ ხვალ ჩინეთში მივდივარ ერთერთ საპასუხისმგებლო შეჯიბრზე და რამე არ დამიზიანონ და ჭიდაობა ვეღარ შევძლოთქო, მერე ესე ვიყავი რამდენიმე ხანი მერე წამომსვეს ბორკილებმა სისხლიგამიჩერა, შოკში ვიყავი მეთქი ერთი შეგნებული კაცი როგორ არავინ ხართ ყველა ერთნაირი რა ვუწოდო არვიცი, დამთავრდა შენი კარირაო მიმეორებდა ის სატანა ერთი დაჭყეტილუ რაღაც საზიზღრობა, თავიდან ვინც წამიყვანა ამას ველაპარაკებოდი მეთქი ღამე როგორ გძინავსთქო ესეთ რაღაცებს რო აკეთებთქო თან აგერ პატრიარქის სურათი გიკიდია მეთქი შე უნამუსო მერე ერთი იხახოდა ფაქტი ჩაუდეთ ამასო და ეგააო წაათრიეთ კაპეზეშიო პროსტა რა ვუწოდო არვიცი ახალგაზრდა ბიჭს(მე) რომელიც სპორცმენია რაღაცას აკეთებს სამშობლოსთვის თავისი ცხოვრებააქვს და ესე ვიღაც ნაბიჭვრები ღირსებას ულახავენ ,ნერვები მეშლება ესეთი ნაბიჭვრების ხელში როვართ, მერე ვითომ რაღაცეებს ღადაობდნენ ვითომც არაფერი კარგ ხასიათზე მოვიდნენ “კაცური კაცები” “სამშობლოს დამცველები” მერე ერთი მეუბნება შენ საქართველოსთვის ჰიმნს რო უკრავ და დროშას წევ მაგას გვაყვედრიო?

მე ყოველდღე ტყვიას ვუდგავარ წინო ეს დაჭყეტული სატანა მეუბნება, მერე მივხვდი რო ამათთან ლაპარაკს აზრი არქონდა როცა დაიღალნენ ეს მერე უკვე, მერე ერთს ვეუბნები ჩაიწერეთქო ლაპარაკი, ლაპარაკი ჩავიწერო ბოზი კიარვარო ამ ყველაფრის მერე მეუბნება,, და ესეთ გამწარებულს სიცილი ამიტყდა დდ აქამდე არვიცოდი რახდებოდა მანდ მაგათ ბუდეში და ვერც წარმოვიდგენდი, თურმე რა ნაბიჭვრები არიან და ამისმერე ბედნიერად უნდა იარონ ამათმა ??? ვითომ არაფერი არაა? ხალხს რადღეში აგდებენ. თავში მირტყამდნენ ამათი დედავატირე , მეკიდე თავს ვურტყამდი ბორკილები მედო თორე ყველასერთადვცემდი დდდ ეს ხო,,,,, მერე დაწყნარდნენ “ჩვენი სამშობლოს დამცველები” და გამსინჯეს სხეულზე რამე სილურჯეები ხოარ მქონდა,უნდა შეგამოწმოთო რამე ხოარ გჭირსო ამის მერე მეუბნებიან, მოეწვათ ბიჭუნებს შეეშინდათ არგვიჩივლოსო ალბათ ამათი… მერე ესე ვიჯექი რამდენიმე ხანი დაიღალნენ ბიჭები მეც არგავტყდი რათქმაუნდა და მაგიტოგაჩერდნენ..

თავი როდაუხარო გადაგივლიან უფრო მერე სიმთვრალეზე შემამოწმეს მთვრალი ვეგონე, მეთქი რა მთვრალი სპორცმენი ბიჭივარ,,, მერე დავუმუღამე ვეღარ მაღიზიანებდნენ წყნარად მელაპარაკებოდნენ რა მიღწევები გაქვსო მე ხმას არ ვცემდი, მერე ერთი “ღადაობა დუმილის უფლებით სარგებლობსო” რამინდა ვთქვა,, როგორ უნდა იცხოვრო ესეთუ ნაბიჭვრების ხელში ესე უბრალოდ ხმაო რატო მიწოდეო ტიპი მეუბნება მივყავარ და ესეთ რაღაცებს კადრულობენ ყველა ერთნაირი ჩამოსხმა როგორაა,, და არმესმის აქ მუშაობდე და კაცო გერქვას ვინც არ უნდა იყო,, მერე ყველას ვუთხარი მეთქი სუფრაზე ადგებითთქო მერე და კაცობის და სამშობლოს სადღეგრხელოს იძახით და ხელბორკილებიან 19წლის ბიჭს ესეთ რაღაცას უკეთებთ რატო რატო აი რატო მთავრობავ კიარა ყველას გეუბნები რატო უნდა ხდებოდეს ესე ,,, მინდოდა გცოდნიდათ და გაგეგოთ რა ნაბიჭვრები არიან ესენი როგორც შევძელი გადმოგეცითესამბავი გუშინდელი… ხვალ მე შეჯიბრზე წავალ და ვეცდები კიდევ ერთხელ ჩემი სამშობლო და ის ხალხი რომელსაც ეკუთვნის და მართლაც ქართველი ქვია ის გავახარო….და ამას ესე არ დავტოვებ..” –წერდა ლაშა ბექაური ფეისბუქზე. შეგახსენებთ, რომ მან ეს სტატუსი უკვე წაშალა.

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ  ლაშა ბექაურის მიმართ შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით დაიწყო: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით. შსს–ს ინფორმაციით  ბექაური სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.