“რატომ გვესროლეთ ტყვიები, რომლებიც ადამიანის სიკვდილს იწვევს?”- ეს შეკითხვა „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტმა, თამარ ბაღაშვილმა გიორგი გახარიას დაუსვა.
“შეგიძლიათ აგვიხსნათ, რატომ გვესროლეთ ტყვიები, რომლებიც ადამიანის სიკვდილს იწვევს? რატომ ხართ თქვენ ჯერ კიდევ თანამდებობაზე 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ? თქვენ ხომ იცით, რომ საქართველოში ამას არ პატიობენ?”- ასე მიმართა 20 ივნისს დაჭრილმა ჟურნალისტმა მინისტრ გახარიას.
ბაღაშვილმა ასევე წაიკითხა იმ ტყვიების შესახებ ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება, რომ ამ ტყვიის სროლამ შეიძლება სერიოზული ან ფატალურ შედეგი გამოიწვიოს.
„ბატონო მინისტრო, მე 20 ივნისს აქციაზე ვიყავი როგორც ჟურნალისტი, მე ხელში არ მქონია არანაირი იარაღი, ერთადერთი მეკავა მიკროფონი, მე ჩემს მოვალეობას ვასრულებდი“ – მიმართა ბაღაშვილმა მინისტრს.