პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, ატრაქციონების აღების შემდეგ, მწვანე ნაჭრის მოაჯირებით შემოღობეს. შემოღობვის მიზეზი თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განმარტა. მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია მძიმე მდგომარეობაშია და მერია მის რეაბილიტაციას იწყებს.
“დღეს ვიწყებთ პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. იქნება ახალი ფილები, შადრევნები, გამწვანებითი სამუშაოები” – აცხადებს კალაძე.
შეგახსენებთ, ამ ტერიტორიაზე, ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები პერმანენტულ აქციებს მართავდნენ. აქვე იყო განთავსებული მალხაზ მაჩალიკაშვილის კარავი, რომელიც სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას ითხოვს. კარავი მერიამ წინასაახალწლოდ აიღო და ატრაქციონები განათავსა.