პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძეს ბექა ოდიშარია შეცვლის. გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის დახურულ სხდომაზე მიიღეს. დეპუტატების განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნის კრიტერიუმებთან დაკავშირებულ უმრავლსების კანონპროექტზე იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ სესიაზე მას უმრავლესობის სრული მხადაჭერა ექნება. ასევე სხდომაზე მსჯელობა მიმდინარე სასესიო კვირასაც შეეხო, პარლამენტში პრემიერმინისტრისა და სამი მინისტრის მოსმენა იგეგმება.