თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს.
კახა კალაძემ სხდომა ტაქსების რეფორმის შესახებ არსებული პრობლემებით დაიწყო.
კალაძისთვის ტაქსის რეფორმასთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების განცხადებები მიუღებელია. მისი თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა მაღალია.
“სამწუხაროდ, ამ რეფორმამ არასწორი ინტერპრეტაციები მიიღო პოლიტიკური პარტიების მხრიდან რაც გულდასაწყვეტია, რადგან შეიძლება პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ განსხვავებული შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ და როდესაც ხალხისთვის მნიშვნელოვანი რეფორმა ხორციელდება უნდა იყოს მხარდაჭერა”-აცხადებს კალაძე
” რეფორმა აუცილებლად განხორციელდება, როგორც დაანონსებული იყო, თეთრი ფერი, მანათობლების გადაცემა, პარკირების ადგილების გამოყოფა ყველაფერი ტაქსის მძღოლებისთვის უფასო იქნება, ასევე ინტერიერის ქიმიური წმენდა.”
კალაძის თქმით, მძღოლებს სურვილის შემთხვევაში მანქანის გადაღებვის მაგივრად შეუიძლიათ ავტომობილს ფირი გადააკრან.