დაგროვებით საპენსიო რეფორმაში იძულებით ჩართვის მექნიზმის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვენ:სარჩელი საკონსტიტუციოში

{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს სარჩელით მიმართავს და დაგროვებით საპენსიო რეფორმაში იძულებით ჩართვის მექნიზმის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.

არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტი ამბობს, ეს ნორმა არღვევს როგორც დამსაქმებლის ასევე დასაქმებულის უფლებებს. ედუარდ მარუკაშვილის განცხადებით, იძულებით ჩართვის მექანიზმი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეჩერდეს, რადგან რამდენიმე სხვა მიზეზთან ერთად, სახელმწიფო მოსახლეობას აიძულებს, ქონება რისკიან კაპიტალდაბანდებად აქციოს. 

დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა. რეფორმის ფარგლებში პენსიის დაგროვება სავალდებულო ხდება 40 წლამდე ასაკის დასაქმებულებისთვის, ხოლო 40 წელს ზემოთ სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითია, თუმცა ისინიც, ამ სქემაში ავტომატურად ჩართეს და სურვილის შემთხვევაში, უფლება აქვთ, მხოლოდ 3 თვის შემდეგ თქვან უარი დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობაზე.