ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ზიარებისას ერთჯერადი კოვზების გამოყენებას რეკომენდაციას გაუწევდა.
მისივე თქმით, მიუხედავად რეკომენდაციისა, რელიიგიის კომპეტენციაში ვერ ჩაერევა.
,,ვერ ჩავერევი რელიგიის კომპეტენციაში, მაგრამ მე რა თქმა უნდა რეკომენდაციას გავუწევდი ერთჯერადი კოვზების გამოყენებას”,- ამბბოს ცერცვაძე.
პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ რელიგიურ რიტუალებთან დაკავშირებით რეკომენდაციების ვერ გასცემს.
29 თებერვალს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერდა, რომ ეკლესია საერთო კოვზიდან ზიარების პრაქტიკის შეცვლას არ აპირებს, რადგან საშიში ინფექციები ადრეც გავრცელებული და მორწმუნეები ამას არ უშინდებოდნენ.
დღეს მეუფე ნიკოლოზმა მრევლს მოუწოდა, ნაკურთხი წყალი ასხურონ სახლში და კორონავირუსი არ მიეკარებათ. მან თქვა, რომ ,,ღვინო ანტისეპტიკურია და მასში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან თავისუფალია”.