რუსთაველის გამზირზე, რესპუბლიკის მოედანზე პოლიცია დილიდან მობილიზებულია.სამანქანო მოძრაობა კი რუსთაველის გამზირზე და რესპუბლიკის მოედანზე ცალმხრივად შეზღუდულია.
დღეს, 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბებიან და აქციას გამართავენ, იქნება სიტყვით გამოსვლები და მუსიკალური ნომრები. ოფიციალურად ღონისძიებას მართავს პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაცია და ამას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევას უკავშირებს.