საბჭოთა დისიდენტი ვლადიმირ ბუკოვსკი გარდაიცვალა

ვლადიმირ ბუკოვსკი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მომხდარს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი ეხმიანება.

„გუშინ, 27 ოქტომბერს, კემბრიჯში გარდაიცვალა ვლადიმირ ბუკოვსკი, დისიდენტი, რომელმაც საბჭოთა ტყვეობაში (ციხეებში, ბანაკებსა და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში) საერთო ჯამში 12 წელი გაატარა. წავიდა კაცი, რომელმაც მსოფლიოს თვალი აუხილა საბჭოთა სადამსჯელო მედიცინაზე. თანამოგვარე მწერლისა არ იყოს, ეს ბუკოვსკიც იყო ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ელვარე ფიგურა და სრულიად გამორჩეული კაცი. ცხოვრებამ მას ორჯერ შემახვედრა და ორჯერ ამიყვანა საფეხურით მაღლა იმ უხილავ კიბეზე, რომელზეც მარტო ვერ ადიხარ. Requiescat in pacem“, – წერს ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

2010 წელს თბილისს ესტუმრა. 24 თებერვალს „ახალი ეკონომიკური სკოლის“ ოფისში ბუკოვსკიმ საბჭოთა კავშირის დაშლის მიზეზებზე ისაუბრა.

2015 წელს ბრიტანეთის პროკურატურის განცხადებით, იგი ბავშვთა პორნოგრაფიის დამზადებასა და შენახვაში იყო ეჭვმიტანილი.
პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, 72 წლის ბუკოვსკის წინააღმდეგ 11 სახის ბრალდება არსებობს.
თავად ბუკოვსკის მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფდა.

ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის ვლადიმირ ბუკოვსკიმ ციხეში 12 წელი გაატარა. 1976 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ ის ჩილელი კომუნისტების ლიდერზე გაცვალა. მას შემდეგ ბუკოვსკი დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდა.