გერონტი ქიქოძის ქუჩაზე, ერთ-ერთი რესტორანში ვანო მერაბიშვილი მეგობრებს ხვდება.
რესტორნის წინ ია მეტრეველი და რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის შაკო კუჭაშვილი და ლიკა გამრეკელი აქციას მართავენ. ისინი ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას და მის დღევანდელ განცხადებებს აპროტესტებენ.
მათი თქმით, ვანო მერაბიშვილს კომფორტის ზონას დაურღვევენ ყველგან, სადაც ის იქნება. მათ თან აქვთ პლაკატები წარწერთ: ,,გვახსოვს ზურა ვაზაგაშვილი” ,,გვახსოვს მუხროვანის სპეცოპერაცია”, ,,გვახსოვს რამდენად ჰყიდდით გოჯ საქართველოს”.
აქტივისტები ადგილზე რჩებიან და ვანო მერაბიშვილის გამოსვლას ელოდებიან.