ლატვიის დედაქალაქ რიგის მერი ნილს უშაკოვსი თანამდებობიდან გადააყენეს.
რიგის მერი თანამდებობიდან მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიაში სავარაუდო კორუფციის გამო დაითხოვეს. უშაკოვსს თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და შესყიდვებზე არასათანადო ზედამხედველობაში ადანაშაულებენ. რიგის ყოფილი მერი აპირებსმთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.
ლატვიაში, რიგის მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიაში კორუფციის საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება 2018 წლიდან მიმდინარეობს.