რიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო ავტობუსი დაიწვა. ანტალია-თბილისის მიმართულებით თურქეთის სანომრე ნიშნით მოძრავ სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი მოძრაობისას გაუჩნდა და სრულად დაიწვა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტობუსში მძღოლის ჩათვლით 5 ადამიანი იმყოფებოდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ხანძრის ლიკვიდაცია მოახერხეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნიშნავს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას, ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით.