{{ARTICLEIMAGE}}
ვიდრე საახალწლო მილოცვას გაავრცელებს, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, 3 მსჯავრდებული ქალბატონი ახალ წელს სახლში შეხვდება – შეწყალების აქტის შესახებ ინფორმაცია ბოლო აქტივობაა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის “ფეისბუქგვერდზე” ფიქსირდება. მის გარდა სოციალურ ქსელში პრეზიდენტის ინაუგურაციიდან (16 დეკემბრიდან) დღემდე 12 “პოსტია” განთავსებული. აქედან პრეზიდენტის “ფეისბუქი” ორ ოფიციალურ განცხადებას (ორივე პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმეს ეხება) სამ მილოცვას და 1 საკანონმდებლო ინიციატივას ითვლის. ჩამონათვალში პირველია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილი ათონელის სასახლეში მივიდა.
ამავე ქსელში განთავსებული მომდევნო ინფორმაციის თანახმად, დონალდ ტრამპი სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს; შემდეგი აქიტვობა კვლავ მილოცვას გულისხმობს – კერძოდ, პრეზიდენტის “ფეისბუქგვერდზე” წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტი ეროვნულ გვარდიას 28 წლის იუბილეს ულოცავს. ამავე ქსელიდან ირკვევა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა; ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილის სპეციალური განცხადებაა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, “საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატი წარადგინა; ბრიფინგი ჩაატარა, სადაც საზოგადოებას საკუთარი გუნდის ნაწილი გააცნო; 25 დეკემბერს შობა მიულოცა ყველა ქრისტიანს; ასევე, საქართველოს პრეზიდენტმა კათოლიკოს-პატრიარქს, ერის სულიერ წინამძღოლს, აღსაყდრების 41-ე წლისთავი მიულოცა; მიესალმა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, დაჩქარებული წესით მიიღოს ცვლილება კანონში, რომელიც განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ოცდახუთწლიანი ვადის ოცდაათ წლამდე გაზრდას ითვალისწინებს; დაესწრო 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოების ცერემონიას პრემიერთან, დედაქალაქის მერთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად და საუკეთესო პარასპორტსმენები დააჯილდოვა; და ბოლოს, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, გარდაცვალების დაუდგენელი გარემოებების გამოძიების საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა”.
აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით უცნობია, როგორია პრეზიდენტის პოზიცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.
ამავე თემაზე:
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეწყალების პირველი აქტი წინასაახალწლოდ გამოსცა
პრეზიდენტი ზურაბიშვილი: იმედი მაქვს, აღდგება ისტორიული სამართლიანობა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს
პარლამენტისადმი ზურაბიშვილის პირველი ინიციატივა ზვიად გამსახურდიას მკვლელობას ეხება
მარგველაშვილის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ნაწილს ზურაბიშვილმა მუშაობის გაგრძელება შესთავაზა
სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში განთავსდა