,,რიყის დოქები” სახელმწიფომ ვერ გაყიდა. აუქციონი დღეს 17:00 საათზე დასრულდა.
განთავსებული განცხადება 2100-ზე მეტმა ადამიანმა ნახა, თუმცა მისი ყიდვით არავინ დაინტერესდა.
სახელმწიფომ აუქციონი 5 თებერვალს გამოაცხადა. ,,რიყის დოქების” საწყისი ღირებულება 95 მლნ ლარი იყო.
,,რიყის დოქების“ მშენებლობა 2012 წელს დასრულდა. შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანზე ირიცხება. თავდაპირველად იქ ხელოვნების ცენტრი და მუსიკისა და დრამის თეატრი უნდა განთავსებულიყო, მოგვიანებით ხელმოწერები გროვდებოდა შენობაში ღვინის მუზეუმის გახსნის მოთხოვნით.