რობერტ კენედის 22 წლის შვილიშვილი სორს კენედი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაცვლილის ოჯახი ადასტურებს. მასაჩუსეტსში კენედის რეზიდენციაში გადაუდებელი დახმარება გამოიძახეს, თუმცა გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სორს კენედი ჰილი ბოსტონში კოლეჯის სტუდენტი იყო.22 წლის გოგონას გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
“მისი ცხოვრება სავსე იყო იმედით და სიყვარულით, შეძრული ვართ ამ უდიდესი დანაკარგით”-აცხადებს კენედების ოჯახი.
კენედების ოჯახში წარსულშიც რამდენიმე ტრაგედია მოხდა.
რობერტ ფრენსის ბობი კენედი, გარდაცვლილი გოგონას ბაბუა, ამერიკელი დემოკრატი სენატორი 1968 წელს მოკლეს. მანამდე კი 1963 წელს მისი ძმის პრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობა მოხდა.