“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში არხის თანამშრომლებს ამხნევებს.
“მოკლედ, მე არ ვიცი, ეს ჩემი ბიჭები და გოგოები ან ამდენ ენერგიას სად პოულობენ, ან ამდენ პროფესიონალიზმს, ან ამდენ თავდადებას, ან ამდენ გამბედაობას და უშიშრობას, ან ამდენ რწმენას და ფასეულობით ერთგულებას. მოხარშულს ვიცნობ თითოეულს, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები. არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, პოულობენ და ყოველ ჯერზე თავის თავს კიდევ უფრო მეტად ახტებიან და კიდევ უფრო მეტად მანცვიფრებენ მეც და მაყურებელსაც. არ ვიცი, მარგამ ამ ორთვიან არხს საუკეთესოდ და ნიუსის მთავარ წყაროდ რომ აქცევენ, ისიც ფაქტია.
დიახ, საუკეთესოებს არ სჭირდებათ ათეულობით წლები, გადართვა-გადმორთვის ჩვევა და მილიონიანი სერიალები იმის დასამტკიცებლად, რომ ყველას ჯობიან. არც უძვირესი ტექნიკა და ინვენტარი, არც უდიდესი სტუდიები. დიახ, დიახ, დაიხ. და მთავარი დიახ – ივანიშვილის კაპიტულაციას ჩავიბარებთ ჩვენ. და ეს არის მთავარი “დიახ”!
მთავარი არხი • Mtavari Arkhi მიყვარხართ და მეამაყებით. ქვეყნის ისტორიას წერთ და მოგვიანებით, როცა ამას მიხვდებით, ცოტა შეგეშინდებათ, მაგრამ მიხვდებით მთავარს – ცხოვრება შედგა ”- წერს ნიკა გვარამია სოციალიალურ ქსელში.