“როცა საჭირო იქნება, ყველაფერს გაიგებთ“–პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე

“როცა საჭირო იქნება, ყველაფერს გაიგებთ“ – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით.

სალომე ზურაბიშვილი დღეს სამების ტაძარში მივიდა და წირვას დაესწრო, რომელიც სინოდის სკანადალური სხდომის შემდეგ პირველია. სინოდის 31 ოქტომბრის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საპატრიარქო დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეწყალებისთვის პრეზიდენტთან უშუამდგომლებს. 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა. ადმინისტრაცია უარყოფს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა პრეზიდენტმა მსჯავრდებული დეკანოზი 23 ნოემბერს შეიწყალოს.