ტურიზმის ზრდის პროგნოზი იყო უფრო მაღალი, ვიდრე შედეგი,რამაც განაპირობა ზეწოლა ვალუტის კურსზე-კობახიძე

ირაკლი კობაძე აცხადებს, რომ ტურიზმის ზრდა პროგნოზთან შედარებით დაბალია.

„ტურიზმი ზრდას რაც შეეხება იყო გარკვეული პროგნოზი და იმ პროგნოზთან შედარებით არის კლება.ბუნებრივია, ასეთ დროს ვალუტის კურსთან დაკავშირებით იქმნება პრობლემები. არც ერთი არ არის ტყუილი და არც მეორე. საუბარია იმაზე,რომ პროგნოზი იყო უფრო მაღალი.ზრდა არის მაღალი, შარშანდელთან შედარებით თუმცა, პროგნოზი იყო იმაზე მაღალი, ვიდრე არის შედეგი. ამან განაპირობა ზეწოლა ვალუტის კურსზე. ეს არის აბსოლუტურად მარტივი ეკონომიკური საკითხი – თუ ნულოვანი ზრდა გექნება, ეს მაინც დააწვება ვალუტას“,-განაცხადა კობახიძემ.