უნდა შევიგნოთ, როცა ვარ უცხოეთში, მე არ ვარ მე – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაეროში დაგეგმილ გამოსვლაზე საუბრისას დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ კვირის ბოლოს მივდივარ გაეროში გენასამბლეაზე და იმედი მაქვს, რომ წარმატებული ვიზიტი იქნება, არა ჩემთვის, არამედ ქვეყნისთვის. ეს უნდა შევიგნოთ, როცა ვარ უცხოეთში, არ ვარ მე, მე ვარ საქართველოს წარმომადგენელი და საქართველოსთვის კეთდება საქმე.”- განაცხადა ზურაბიშვილმა.