“როდემდე უნდა ვიდგეთ ორივე მხარეს ერთნაირი თვალებით?!” – დღის ყველაზე ემოციური კადრები

{{ARTICLEIMAGE}}

ფოტო: ნიკო ჯავახიშვილი

“რანაირი სამსახური აქვთ, რანაირი ქვეყანაა, როგორი ფოტოა”, “როდემდე უნდა ვიდგეთ ორივე მხარეს ერთნაირი თვალებით?” – ამ შინაარსის პოსტებს სოციალურ ქსელში შეხვდებით. დღეს, რუსთაველზე გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე ნიკო ჯავახიშვილის ფოტორეპორტაჟი სოციალურ ქსელს იპყრობს.

დღის კადრად იქცა ერთ-ერთი სპეცრაზმელის გამომეტყველება.

შეგახსენებთ, სპეცრაზმელებმა პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს, მოგვიანებით კი რუსთაველის გამზირზე ჩავიდნენ და მიწოლით გაათავისუფლეს საავტომობილო გზა. ასევე, პიკეტი მოხსნეს პარლამენტის შესასვლელებს.

ამჟამად რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გახსნილია. ამ დროისთვის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებსა და აქციის ორგანიზატორებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შემცირებულია სამართალდამცველთა რაოდენობა.

გთავაზობთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ემოციურ კადრებს

{{PHOTOGALLERY}}