როდესაც გორში დავინახე მავთულხლართები, ჩემზე ამან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა” – გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც სამი პანელია გაიმართა. ერთ-ერთ მათგანზე, გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა, კლაუდია როთმა ვლადიმერ პუტინის განცხადებასა და საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობაზე ისაუბრა. მისი თქმით, როდესაც ის გორში იმყოფებოდა, მავთულხლართების ნახვამ მასზე ძალიან იმოქმედა. როთი აცხადებს, რომ ევროკავშირმა უნდა შეასრულოს აქტიური როლი კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საკითხში.
„როდესაც გორში ჩავედი, როდესაც დავინახე მავთულხლართები, ღობეები, მცოცავი ოკუპაციის რეალობა და აგრესია, ჩემზე ამან ძალიან მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. თუ ვლადიმერ პუტინი ისტორიაზე საუბრობს, გაიხსენოს, რა მოხდა 1991 წელს, როდესაც განისაზღვრა საზღვრები და ისინი აბსოლუტურად განსხვავდებოდა იმისგან, რაც მოხდა მერე უკრაინაში, სამხრეთ ოსეთში, აფხაზეთში. ჩვენ, როგორც ევროკავშირმა უნდა შევასრულოთ აქტიური როლი კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისათვის. საერთაშორისო სამართლის დარღვევას ვერ იტანს ის ხიდები, რომლებიც ამდენი შრომით აიგო სხვადასხვა ქვეყანას შორის,“ – განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა, კლაუდია როთმა.