თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა საკანში კოღო მოიშინაურა, რომელსაც ბიძინა დაარქვა. ამის შესახებ ის ციხიდან პოსტს აქვეყნებს, სადაც დეტალურად აღწერს, როგორ გადაწყვიტა თანამოსაკნე კოღოსთვის ბიძინა დაერქმია.
“ადვილი არაა სამარტოო საკანში ყოფნა, როდესაც არც დამლაპარაკებელი გყავს და არც ტელევიზორი გაქვს.
დილას კოღოს ხმამ გამაღვიძა.
თავიდან ვიფიქრე მოვკლავ მეთქი , მაგრამ მალევე გადავიფიქრე. -მაინც მარტო ვარ და ის მაინც მყავდეს თანამოსაკნედ მეთქი გავიფიქრე.
ცოტა ხანში გამოველაპარაკე და ვიფიქრე ასე უსახელოდ ხომ არ ვესაუბრები , რაღაც სახელს დავარქმევ მეთქი.
სახელის შესარჩევად ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია და ორ წუთში ბიძინა დავარქვი,აბა სხვა რა სახელს დავარქმევდი ,როდესაც მისი ერთადერთი ფუნქცია საკანში ისაა , რომ მე მიკბინოს და სისხლი ამომწოვოს , როგორც ნამდვილი ბიძინა წოვს სისხლს ქვეყანას.
თითქოს მიეჩვია და გაითავისა სახელი . საკნის ბოლოში რომ იჯდეს და ბიძინა დავუძახო, ეგრევე მოფრინავს. როდესაც მკბენს ,ვაგინებ და აშკარად ესმის .
როდესაც დაფრინავს ან სადმე ზის , ვესაუბრები ფილოსოფიაზე, სახელმწიფოს მოწყობაზე, ქვეყნისა და ხალხის სიყვარულზე, მაგრამ ჭკუა, მისი ზომებიდან გამომდინარე ,ზუსტად იმხელა აქვს , რაც ნამდვილ ბიძინას და თავში არაფერი შესდის.
ახლა ვფიქრობ რა მეთოდი მოვიგონო ისეთი, რომ მის პენტიუმ 0,0000005 -იან თავში რამე შევიდეს,
კი მკბენს და მწოვს სისხლს, მაგრამ მოსაკლავად მაინც მეცოდება .
როგორც ყველაფერს თავისი დასასრული აქვს, კოღოს ცხოვრებაც სადღაც უნდა დასრულდეს.
2020 წელს საპარლამენტო არჩევნებზე ,საარჩევნო უბნები რომ დაიკეტება ,ზუსტად 8 საათზე „მოვკლავ“.
P.S რომ მოვნათლე და ბიძინა დავარქვი კი ვუტრიალე მკვდარი და ცოცხალი .თუ მაინც მიჭერდი შე დედამო….ლო კობა კოშაძეს რაღას იჭერდი ,კაცს თავისი ტრაგიკული ცხოვრება და გაჭირვება ეყოფოდა მეთქი”-წერს ოქრუაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.