“როდესაც მმართველი მორალსა და ზნეობას მიღმაა იქ არჩევნებით არ მიდიან, აუცილებლად ომი იქნება!“–თინა ხიდაშელი

პარლამენტში პროპორციული არჩევნების პროექტის ჩავარდნას თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ფეისბუქ სტატუსით ეხმაურება:

“- ომი უნდა!
– არჩევნების ეშინია!
– აღარავინ ეიმედება და აღარავის ენდობა!
– აბსოლუტურად შავბნელი, რეტროგრადი ადამიანების ამარა დარჩა!
– ასეთ დროს ძალიან საშიშია ხელისუფალი, ყველაფერზე წამსვლელი!
– ვამბობ კაი ხანია ყველაფერი რასაც უყურებთ მხოლოდ ჟურნალია და კინო წინ გვაქვსთქო და ჰა ბურთი, ჰა მოედანი.
როდესაც მმართველი მორალსა და ზნეობას მიღმაა იქ არჩევნებით არ მიდიან, აუცილებლად ომი იქნება!“– წერს ხიდაშელი.