2021 წლის ზაფხულიდან თბილისში საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის ნაღდი ფულით გადახდა აიკრძალება, რაც იმას ნიშნავს რომ მგზავრობის ღირებულების გადახდა მხოლოდ საბანკო და სამგზავრო ბარათებით იქნება შესაძლებელი.
ამის შესახებ “ინტერპრესნიუსთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში “სისტრა სპექტრუმ კონსალტინგის” ჯგუფის ხელმძღვანელმა, ასმათ აბესაძემ განაცხადა.
“იქნება ჩვეულებრივი სამგზავრო ბარათები, სადაც ჩავრიცხავთ კონკრეტულ თანხას და ვიმგზავრებთ. ქეშით მგაზვრობის საფასურს ვეღარ გადავიხდით. რომ არ შეიქმნას დისკომფორტი, ყველა ძირითად გაჩერებაზე გვექნება ჩარიცხვის აპარატები. ასევე, შეგვეძლება გადავიხადოთ საბანკო ბარათებითაც. გაბილეთიანების საკითხს “საქართველოს ბანკი”მოაგვარებს და ახალი ტიპის ბარათებსაც დაამზადებს”, – განაცხადა აბესაძემ.