“Prodigy”- ის ვოკალისტი კეიტ ფლინტი გარდაიცვალა

 

ლეგენდარული ინგლისური ჯგუფის “Prodigy”- ის ვოკალისტი და მოცეკვავე კეიტ ფლინტი 4 მარტს დილით საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ინგლისური მედია ავრცელებს.

პროდიჯი 1990 წელს ლიამ ჰაულეტმა ჩამოაყალიბა. მისი ამჟამინდელი წევრები არიან ლიამ ჰაულეტი (კლავიშისტი, სიმღერების ავტორი), კით ფლინტი (მოცეკვავე, ვოკალისტი), ლეო კრებტრი (დასარტყმელი საკრავები), რობ ჰოლიდეი (წამყვანი გიტარა) და მაქსიმი (MC, ვოკალისტი).ინგლისური ელექტრონული ჯგუფი ბიგ – ბიტის პიონერია ისევე როგორც „The Chemical Brothers“ და მსოფლიოში ერთ-ერთი ხარისხიან ლაივ შემსრულებლად ითვლება.

ჯგუფი საქართველოს 2016 წლის ჯაზ-ფესტივალზე ესტუმრა