ამ ქვეყანაში და პოლიტიკაში ეს „,შედი ქალო კუხნაში“ თემა, როდის დამთავრდება , – ამის შესახებ ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია წერს და სამოქალაქო მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის სექსისტურ განცხადებას ეხმაურება.
“სამსახურებრივ საქმესაც კეთილსინდისიერად ვაკეთებ და ხაჭაპურსაც გემრიელს ვაცხობ, მერე? როდის დამთავრდება ამ ქვეყანაში და პოლიტიკაში ეს „შედი ქალო კუხნაში “თემა?! მინისტრის კრიტიკა რომ ხაჭაპურებზე გადის, აი, აქტიური ქალების მიმართ ეგ დამოკიდებულება მიჯანყებს სისხლს ამ ქვეყანაში”, – წერს გრიგოლია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ დღეს მაია ცქიტიშვილთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა: „მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა“