“როდის გაიგეთ, რომ ქუჩაში ვინმე დააყაჩაღეს?”-მერობის კანდიდატი მოსახლეობას

“ხალხი სვავის კანდიდატს ზუგდიდში”- ამ სათაურით აქვეყნებს ესქპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე ვიდეოს, სადაც ზუგდიდელები „ქართული ოცნების“ კანდიდატს გიორგი შენგელიას მიხელ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ახსენებენ და ახლანდელ, მოუგვარებელ პრობლემებზე საუბრობენ.

მოსახლეობამ გიორგი შენგელიას ქვეყანაში არსებული კრიმინალური მდგომარეობა შეახსენა, რაზეც შენგელიამ ჰკითხა: “როდის გაიგე ბოლოს რომ ქუჩაში ვინმე დააყაჩაღეს?”

ქუჩაში მშვიდად დადიან მოქალაქეები, არავის აყაჩაღებენ, პირიქით ის ბოროტებები რაც ხდება უმალვე ხდება გამოძიება”-განაცხადა მოსახლეობასთან “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ.