გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 2 დღის განმავლობაში დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება. 20 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +9,+14 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსების ცნობით, 21-22 აპრილს შედარებით დათბება და ტემპერატურა 3-4 გრადუსით მოიმატებს.
გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე 20 აპრილს შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით თოვლიანი ამინდი.
21-22 აპრილს ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია მცირე თოვლი.














