პროსტიტუციის ხელშეწყობაში ბრალდებული, როენა ხუცურაული სასტუმრო მამიდაში თავშესაფარს სექტემბერში ხსნის. ამის შესახებ ხუცურაულის ადვოკატმა, არჩილ დვალიშვილმა “პრაიმტაიმთან’ განაცხადა.
ადვოკატის ინფორმაციით, სასტუმრო ამ დროისთვის არ ფუნქციონირებს.
“ქალბატონი როენა სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით მუშაობს. გარკვეული დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს, რომელსაც ზაფხულის პერიოდში მოაგვარებს და სექტემბერში, სავარაუდოდ, უკვე გაიხსნება თავშესაფარი. რაც შეეხება ქალბატონ როენას, მკურნალობის კურს გადის და თავს უკეთ გრძნობს”, — ამბობს ადვოკატი.
როენა ხუცურაული პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით 8 მაისს დააკავეს. ხუცურაული 30 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.