საქართველო მზად არის რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობის აღსადგენად – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა განაცხადა. ინფორმაციას რუსეთის „საპარლამენტო გაზეთი“ ავრცელებს.
გავრილოვის თქმით, „მართლმადიდებელი დეპუტატები“, მათ შორის რუსეთიდან, მზად არიან ჩამოვიდნენ საქართველოში, თუ მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის სიტყვები „სიმართლე აღმოჩნდა“.
გავრილოვი „სერიოზულ სიგნალს“ უწოდებს საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას ევროსაბჭოს ეგიდით დაგეგმილ ღონისძიებაზე რუსეთის დელეგაციის „კანონის გვერდის ავლით“ მიღებასთან დაკავშირებით.
„აშკარაა, რომ საქართველო რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყებისთვის მზადაა, მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობისთვის. ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით გამარჯვების წლისთავზე. ჩვენ მზად ვართ პატივი ვცეთ დიდი სამამულო ომის დროს დაღუპულებს საქართველოში. იმედი გვაქვს, რომ საქართველო კვლავ გახდება მრავალნაციონალური და კეთილშობილი რესპუბლიკა“, – აღნიშნა გავრვილოვმა.
14-15 მაისს თბილისში ევროსაბჭოს მინისტერიალია დაგეგმილი, რომელზეც წესით უნდა დაესწრონ სხვადსხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და დიპლომატები.