როგორ ამოვიცნოთ “ჩუმი ინფარქტი“ და შეიძლება თუ არა ის საერთოდ ვერ შევნიშნოთ

მკერდის მწვავე ტკივილი, წნევის მკვეთრი ცვალებადობა, მოულოდნელი სუნთქვის გაძნელება. დაახლოებით ასე წარმოგვიდგენია ინფარქტის სიმპტომები და ხშირად სწორედ ასეც ხდება.

სხვა სიმპტომებს შორის, რომელთა მიხედვით გულის შეტევა შეიძლება ამოიცნოთ – ხელში ან კისრის რაიონში მჭრელი ტკივილი, თავბრუსხვევა, მოჭარბებული ოფლის გამოყოფაა.

თუმცა რა უნდა ვქნათ მაშინ თუ გულის შეტევა ცნობილი სიმპტომების გარეშე ხდება, ისე, რომ ავადმყოფმა არც კი იცის რომ ინფარქტი გადაიტანა?

როგორც ჰარვარდის უნივერსიტეტის კვლევა აჩვენებს ასეთი რამ იმაზე ხშირად ხდება, ვიდრე მედიკოსები ვარაუდობდნენ. გულის მწვავე შეტევის შემთხვევების თითქმის ნახევარი – 45 % ე.წ. „ჩუმ ინფარქტებზე„ ან შეუმჩნეველ ინფაქრქტებზე (SMI – silent myocardial infarction) მოდის და ის უფრო ხშირად მამაკაცებს ემართებათ.

ჰარვარდის უნივერსიტეტის კლინიკის პროფესორის, ჯორჯ პლაცკის თქმით ფარული ინფარქტის სიმპტომები იმდენად სუსტად არის გამოხატული და იმდენად ცოტა ხანს გრძელდება, რომ ხშირად მათ უბრალო დისკომფორტად თვლიან ან რამე სხვა, ნაკლებად სერიოზულ პრობლემას მიაწერენ. ასე რომ, ხშირად მამაკაცები უბრალოდ მის იგნორირებას ახდენენ.
მაგალითად, დაღლილობას ან ფიზიკურ დისკომფორტს მამაკაცები ხშირად ზედმეტ მუშაობას, გამოუძინებლობას ან უბრალოდ ასაკობრივ ცვლილებებს უკავშირებენ. ყელში და მკერდის არეში სუსტ ტკივილს კი გულძმარვის ან საკვების მონელების პრობლემად თვლიან.

გარდა ამისა, ხშირად რთულია ზუსტად განსაზღვრო საიდან მოდის ტკივილის შეგრძნება. მაგალითად, მწვავე ტკივილი გულმკერდის მარცხენა ნაწილში გულის შეტევაზე დაგაეჭვებთ, მაგრა მფარულმა ინფარქტმა შესაძლოა მხოლოდ მთლიანად მკერდის არეში პატარა დისკომფორტი გამოიწვიოს.

პროფესორ პლაცკის თქმით ადამიანი ზოგჯერ თავს სრულიად ნორმალურად გრძნობს როგორც ფარული ინფარქტის დროს, ასევე მისი გადატანის შემდეგ. ეს კი ზრდის რისკს, რომ საგანგაშო სიგნალებს საერთოდ ვერ შენიშნავენ.სწორედ ამიტომაც ჰარვარდელი ექიმების კვლევის შედეგები, რომელიც ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა, განსაკუთრებით საყურადღებოა.

რისკჯგუფში მამაკაცები არიან

ექიმებმა 45–84 წლის ასაკის თითქმის 2000 მამაკაცი და ქალი გამოიკვლიეს, რომლებსაც გულ სისხლძარღვთა დაავადებები არ ქონიათ, 10 წლის შემდეგ კი მათ გულის მაგნიტორეზონანსული კვლევა ჩაუტარეს. აღმოჩნდა, რომ მათგან 8%–მა მიოკარდის ინფარქტი გადაიტანა. ამასთან, ინფარქტგადატანილ პაციენტთა 78%–მა ამის შესახებ არ იცოდა.მამაკაცებმა ფარული ინფარქტი ქალებზე 5 ჯერ უფრო ხშირად გადაიტანეს.

კვლევის შედეგების მიხედვით ფარული ინფარქტის რისკ ფაქტორები ზუსტად ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი ინფარქტის: მოწევა, ზედმეტი წონა, ფიზიკური აქტივობის არარსებობა, მაღაი წნევა, ქოლესტერინის დონე და დიაბეტი.

კვლევის ავტორების თქმით ფარული ინფარქტის შედეგად გულის მუშაობა უარესდება. იმის გათვალისწინებით კი, რომ პაციენტებმა ამის შესახებ არ იციან და სამედიცინო დახმარებას არ მიმართავენ, ინფარქტის განმეორების რისკი იზრდება, განმეორებითი ინფარქტი კი ბევრად უფრო სერიოზული შეიძლება აღმოჩნდეს.

არადა გადატანილი ფარული ინფარქტის აღმოჩენა ექიმისთვის ძნელი არ არის: ამისათვის კარდიოგრამის ან ექოსკოპიის გადაღებაც საკმარისია. კიდევ ერთი მარტივი მეთოდი სისხლის ანალიზია სპეციფიური ცილის არსებობაზე, რომელიც იქ გულის კუნთის უჯრედების დაზიანების შემდეგ ხვდება.