როგორ ავირიდოთ კორონა ვირუსის გავრცელება სამუშაო სივრცეში – WHO-ს რეკომენდაციები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს რეკომენდაციებს, რათა დამსაქმებლებმა თავიანთი კლიენტები და თანამშრომლები კორონავირუსის გავრცელებისგან დაიცვან.

  • სამუშაო ადგილზე ჰიგიენა და სისუფთავე შეინარჩუნეთ

 

  • წაახალისეთ ხელების რეგულარული და საფუძვლიანი დაბანა

 

  • უზრუნველყავით კარგი რესპირატორული ჰიგიენა;

 

  • სამუშაო ვიზიტის დაგეგმვამდე მოგზაურობის შესახებ ეროვნული რეკომენდაციები გაითვალისწინეთ;

მათ ვინც ავად არის, ურჩიეთ სახლში დარჩნენ.ამ ეტაპისთვის მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის 87 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსის შედეგად კი 2 979 ადამიანი გარდაიცვალა.