როგორ ბედავთ, მოდიხართ პარლამენტში და თავს წარადგენთ პრემიერად?- სალომე სამადაშვილმა გახარიას მიმართა.
„როგორ ბედავთ, რომ მოდიხართ საქართველოს პარლამენტში და თავს წარუდგენთ მათ პრემიერად ხალხს, რომელიც სკანდირებს, რომ გახარიას უხარია ბავშვებს რომ თვალებს თხრიან. როცა უნდა მოგეხადათ ძალიან დიდი ბოდიში ხალხისთვის და წასულიყავით, ამის ნაცვლად აქ მოდიხართ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის რანგში და უნდა მოგისმინოთ?! რა შეკითხვები შეიძლება გვქონდეს თქვენთან?! ეს ბოლო ჟამის მინისტრთა კაბინეტია, იმიტომ რომ ბოლო ჟამი რომ დგება ხელისუფლების ცხოვრებაში, თვენნაირ ადამიანებს მაშინ წამოწევენ ხოლმე წინ და პრემიერ-მინისტრის რანგს შესთავაზებენ“, – განუცხადა სალომე სამადაშვილმა გიორგი გახარიას.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისთვის მიმდინარე პროცედურებისთვის გამოცხადებული ბოიკოტი შეწყვიტა და პრემიერობისს კანდიდატ გიორგი გახარიას და მის ახალ მთავრობას ფრაქციის სხდომის ფარგლებში უსმენდა.