თბილისის ახალ ზოოპარკში დათვები და მგლებისთვის სპეციალური ხილის ნაყინს მომზადდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, ისინი დიდი მონდომებით ცდილობენ, სპეციალურად მათთვის დამზადებული ყინულიანი ხილით ჩაიტკბარუნონ პირი.
“ძალიან ცხელა და სიცხეს ჩვენებური, დათვური ნაყინებით ვებრძვით. რეცეპტსაც აქვე გასწავლით: ავიღოთ ბევრი ხილი, ალუჩა, ბალი, ალუბალი, ვაშლი ან სახლში რაც მოიძებნება, ჩავყაროთ ჭურჭელში, ავავსოთ წყლით, დავამატოთ თაფლი გემოვნებით და გავყინოთ. და ვუალა, მეორე დილისთვის ნაყინი მზადაა,” – წერია ვიდეოს აღწერაში.