როგორ გამოიყურება კარანტინში მყოფი პაციენტებს საუზმე

ტელეკომპანია “მთავარი” აქვეყნებს კარანტინში მყოფი პაციენტების საუზმის ფოტოს.  აბასთუმანში კარანტინში მყოფ პაციენტებს საუზმე კარებთან, სკამებზე დაულაგეს.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოდან აბასთუმანში საკარანტინე ვადით 13 პაციენტი წუხელ გვიან ღამით საპატრულო ექსკორტით გადაიყვანეს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე, 50 წლის კაცია, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.