პარტია „ კანონი და სამართალი“–ს ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ოპოზიციას კითხვით მიმართავს, რატომ სხედან ნინო ბურჯანაძესთან ერთად ერთ სტუდიაში. ჩარკვიანმა ფეისბუქ სტატუსი იმ დროს დაწერა, როცა ეთერში ნიკა გვარამიას გადაცემა გადიოდა. გადაცემაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებაზე ექვსი პოლიტიკოსი მონაწილეობდა – გიორგი ვაშაძე, ნიკა მელია, დავით უსუფაშვილი, გიგა ბოკერია, ნინო ბურჯანაძე, დავით ბერძენიშვილი სტუდიაში ერთად ისხდნენ:
“ახლა ვეკითხები პირდაპირ ეთერში , ყოფილი ხელისუფლების ყველა მაშინდელ თანამდებობაზე მყოფს ღია ეთერში, მიპასუხეთ ანუ გვიპასუხეთ, თქვენ ის “ცნობილი” ჩანაწერი პოლიტიკანი-ბურჯანაძის ოჯახის წევრთან,სადაც ამბობს, რომ “500 კაცი, რომ მოკვდეს არაფერია, ხოლო მერე მიშა გრუს ჯარს ელაპარაკოს” აი ეს ჩანაწერი თქვენს მიერ არის ფალსიფიცირებული??!! თუ ასეა , მაშინ თქვენ უნდა აგოთ პასუხი, ხოლო თუ ასე არ არის( რაც ვიცით რომ ნამდვილია) მაშინ როგორ გვკადრებთ და ბედავთ ამ ოკუპანტის მსახურთან- სავარაუდო დამნაშავეებთან, კოლაბორაციონალიზმს- ღია ეთერში მყოფთ და არა მხოლოდ ვეკითხები?!“– წერს თაკო ჩარკვიანი.