როგორ წარმოგიდგენიათ, გახარია ვინმეს სხეულის დაზიანების ბრძანებას გასცემდა?-მდინარაძე

მამუკა მდინარაძის განცხადებით, 20 ივნისის ღამეზე  პასუხისმგებლობა ოპოზიციამ უნდ ააიღოს. ფრაქცია  “ქართული ოცნების”  თავმჯდომარის თქმით, წარმოუდგენელია გახარიას ვინმეს სხულის დაზიანების ბრძანება გაეცა.

“ყოველგვარი მორიდების გარეშე გეტყვით, რომ ძალიან მიკვირს, როდესაც პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობთ და არ ახსენებს არავინ ოპოზიციას. არ ახსენებენ იმ პოლიტიკურ სუბიექტებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც მოუწოდებდნენ საქართველოს პარლამენტის შტურმით აღებისაკენ, რომლებიც მოუწოდებდნენ ძალადობისკენ.

მართლაც საშინელი სანახავია და მართლაც ძალიან განვიცდით თითოეული ჩვენგანი თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამასთან დაკავშირებით თუ ვერ ხედავს რომელიმე ჟურნალისტი თუ მოქალაქე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, ვინც ამ ყველაფრის ინსპირაცია, პროვოკაცია, პროვოცირება მოახდინა და ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ პოლიციას მოუწია ძალის გამოყენება, ამაში მე მგონია, რომ ცოტა პარადოქსულ ვითარებას უნდა ვხედავდეთ.

როდესაც საუბარია იმაზე, რომ გახარიამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, დავიწყოთ თავიდან. პოლიტიკური პასუხისმგებლობა პარლამენტში დაშვებულ ძალიან მძიმე შეცდომაზე, მიუხედავად სხვადასხვა გარემოებებისა, აიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. რაც შეეხება აქციას, აქ, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ ოპოზიციონერებმა, ვინც მოუწოდებდნენ. მეორე რიგში, სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს იმ ადამიანების, ვინც გადაამეტა უფლებამოსილებას და გასცდა ბრძანებას, გასცდა კანონს და თავის დებულებას, მაგრამ აქ საუბარი არ შეიძლება იყოს მინისტრზე, რომელიც მოქმედებდა ადეკვატურად, გასცემდა ადეკვატურ ბრძანებებს. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მინისტრი გახარია ვინმეს სხეულის დაზიანების ბრძანებას გასცემდა იმ დღეს? თუ როგორ წარმოგიდგენიათ, რეალურად? ”-განაცხადა მდინარაძემ.