როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შუაღამისას პოლიციელებთან მქონდა კომუნიკაცია და ბრძანებებს გავცემდი? – ივანიშვილი

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უარყოფს, რომ 20 ივნისის ღამეს აქციის დაშლის დროს შსს-სთან რაიმე სახის კომუნიკაცია ჰქონდა. ივანიშვილი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციასაც გამოეხმაურა და შეკრებილი ხალხის რაოდენობაზე გაამახვილა ყურადღება.

“ეგეთ სისულელეს მარტო ნაცები თუ იტყოდნენ, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შუაღამისას პოლიციელებთან მქონდა კომუნიკაცია და ბრძანებებს გავცემდი? ასეთ ბრიყვულ კითხვას, არ გაყენებთ შეურაცხყოფას, იმიტომ, რომ ეს თქვენგან არა მათგან  მოდის ეს კითხვა. 200 კაცი აღმოსავლეთში, 200 კაცი დასავლეთში. 200 კაცს აგროვებენ უკვე 20 დღეა. ხალხი ბრძენია და ნახეთ დამოკიდებულება, ხალხი ყველაფერს ხედავს.”-განაცხადა ივანიშვილმა.