“როგორც არასდროს, ისეთ მაღალ ნიშნულზეა ჩვენი თანამშრომლობა ვაშინგტონთან. რისი დასტურიც არის ის შეთანხმება, რომელიც თავდაცვის ინსტიტუტებს შორის გაფორმდა“,- ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გააკეთა.
დავით ზალკალიანის თქმით, საქართველოს თანამშრომლობა ვაშინგტონთან უმაღლეს ნიშნულზეა.
„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის რეაგირება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ბუნებრივია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები იწვევს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის მისვლას ვაშინგტონამდე. აქედან გამომდინარე , ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პარტნიორებთან იყოს სწორი კომუნიკაცია, მიეწოდოთ ადეკვატური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება შესაბამისი კომუნიკაცია და რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორობა ამ განცხადებებით არ კნინდება. ჩვენ გვაქვს ორპარტიული მყარი მხარდაჭერა ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, როგორ საკანონმდებლო ხელისუფლების, ისე აღმასრულებელ დონეზე. როგორც არასდროს, ისეთ მაღალ ნიშნულზეა ჩვენი თანამშრომლობა ვაშინგტონთან. რისი დასტურიც არის ის შეთანხმება, რომელიც თავდაცვის ინსტიტუტებს შორის გაფორმდა“,- განაცხადა ზალკალიანმა.