“როგორც იქნა, ამ ქვეყანაში ისჯება შრომის უსაფრთხოების ნორმების დამრღვევი კომპანია! სწორედ კანონმდებლობის დარღვევამ შეიწირა 16 წლის მოზარდის სიცოცხლე”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.
“როგორც იქნა ამ ქვეყანაში ისჯება შრომის უსაფრთხოების ნორმების დამრღვევი კომპანია!
სწორედ კანონმდებლობის დარღვევამ შეიწირა 16 წლის მოზარდის სიცოცხლე.
შრომის უსაფრთხოების სტანდარტების მიღება და დაცვა ჩვენი განვითარების და ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების განუყოფებელი ნაწილია.
წელს სამუშაო ადგილზე 21 ადამიანი დაიღუპა, უბედური შემთხვევების უმრავლესობა სამშენებლო სექტორზე მოდის. მიუღებელია ეს სტატისტიკა და ის, რომ ქვეყანაში ასე იღუპებოდნენ ადამიანები!”- დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, 16 წლის მუშა მშენებლობაზე სიმაღლიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. დღეს მუშის გარდაცვალების საქმეზე სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავეს.