როგორც ჭაში ჩაგდებული კენჭები, ასე არის ჩვენ სასამართლოში შეტანილი საქმეები-ანა დოლიძე

“როგორც ჭაში ჩაგდებული კენჭები, ასე არის ჩვენ სასამართლოში შეტანილი საქმეები’’, – ეს განაცხადება იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ გააკეთა.

„დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოში სარჩელი შევიტანე გასული წლის 13 ნოემბერს. გვრიტიშვილმა დამაბრალა, რომ რუსეთის აგენტი ვარ. საპროცესო კანონმდებლობით, სასამართლოს აქვს 5-თვიანი ვადა და ამ დროის განმავლობაში უნდა გამოეტანა გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ ყველა ვადა დაარღვია. ეს აიხსნება იმით, რომ სასამართლოს „კლანი“ რომელთანაც დაკავშირებულია დიმიტრი გვრიტიშვილი, ელოდება რომ თვითონ დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო, რადგან ჩემს საქმეს შემდგომ მისივე მოსამართლეები დახვდნენ უზენაეს სასამართლოში“, – განაცხადა ანა დოლიძემ.