“ვროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში კულტურის მინისტრის მოადგილის, მიხეილ გიორგაძის პოსტიდან გადადგომას ეხმაურება.
“მოედინება და მოაქვს მდინარეს. როგორც უსინდისოდ დაინიშნა, ისე უსინდისოდ მიდის. სისხლიან დარბევას არ შეუწუხებია, წასვლის მიზეზად სტანდარტულ მოტივს “სისტემაში ახალ სისხლს” ასახელებს.
სინამდვილეში, მოხსნეს! მოხსნეს იმის გამო, რომ მთელი მისი სფერო ეს დღეებია რუსთაველზე დგას და აბა რობიკას უფროსი გიორგაძე ისედაც არასდროს ყოფილა“,- წერს უგულავა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კულტურის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ თანამდებობა დატოვა.