დღეს საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ინფოფმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +18 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +14, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
რაც შეეხება 16,17 და 18 დეკემბერს, სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმებს. მაღალმთაში მოთოვს.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +12 გრადუსამდე გათბება.