როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

5 დეკემბერს  ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„მაღალმთაში მოთოვს, შესაძლებელია ქარბუქიც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +6, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 5 დეკემბერს +5, +7 გრადუსამდე დაიკლებს. ასევე იქროლებს დასავლეთის მომართულების ქარი,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.